ცხელი ხაზი : 0 492 25 26 26

ზესტაფონის მერმა ვახტანგ ღამბაშიძემ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღსაზრდელებს სასწავლო პროცესის დაწყება მიულოცა.



ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, მერმა ხაზი გაუსვა საბავშვო ბაღებში შესაბამისი პირობების შექმნის მნიშვნელობას და აღნიშნა რომ თვითმმართველობისთვის ბავშვებზე ზრუნვა უმთავრესია.

"ჩვენი პატარებისთვის სათანადო, უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შექმნა მთავარი პრიორიტეტია. მინდა თითოეულ აღსაზრდელს, მშობელს და აღმზრდელ - პედაგოგს მივულოცო ახალი სასწავლო წლის დაწყება", აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ღამბაშიძემ.