ცხელი ხაზი : 0 492 25 26 26
-
+

ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერის საგრანტო კონკურსი

 
 
რეგიონული ახალგაზრდული ინიციატივების მხარდასაჭერად განაცხადების მიღება განახლდა!
? საგრანტო კონკურსის მიზანია საინიციატივო ჯგუფების, ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და ახალგაზრდების გაძლიერება, ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელებაში მონაწილეობის, ხარისხიანი სერვისების შექმნისა და მათი ხელმისაწვდომობის ზრდის უზრუნველსაყოფად.
? საგრანტო პროექტის წარმოდგენის უფლება აქვს რეგიონში მცხოვრებ:
? არასამეწარმეო იურიდიულ პირს - ახალგაზრდულ ორგანიზაციას;
? ფიზიკურ პირს, რომელიც საგრანტო პროექტის განხორციელების მიზნით, საინიციატივო ჯგუფში აერთიანებს რეგიონში მცხოვრებ არანაკლებ ხუთ ახალგაზრდას.
? კონკურსის საერთო ბიუჯეტია 600 000 ლარი. ერთი საგრანტო პროექტის მაქსიმალური დაფინანსება შეადგენს 15 000 ლარს.
?საკონკურსო განაცხადები მიიღება ყოველი თვის 13 რიცხვიდან 25-ის ჩათვლით, ელექტრონულ ფოსტაზე - grants-1@youthagency.gov.ge. საგრანტო კონკურსი სრულდება 2024 წლის 10 ნოემბერს
 
? საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დეტალური ინფორმაცია
იხილეთ ბმულზე:
 
დააჭირე აქ