-
+
იდეა მერს
ახალგაზრდული ინიციატივების კონკურსი
„მომავლის იდეა ქალაქის მერს"
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული ინიციატივების ფარგლებში კონკურსი ,,მომავლის იდეა ქალაქის მერს“.
საკონკურსო პროექტის თემა:
ტექნოლოგიებისა და ინოვაციური ცნობიერების ხელშეწყობა ახალგაზრდებში.
პროექტის განხორციელების ადგილი: ზესტაფონის მუნიციპალიტეტი.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ:
საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ 18 წლიდან მოქალაქეს, ახალგაზრდულ საინიციატივო ჯგუფს, ორგანიზაციებს რეგისტრირებულს ახალგაზრდული მიმართულებით და ახალგაზრდული მიმართულების შინაარსის პროექტების მხარდამჭერ ორგანიზაციებს.
კონკურსის მიზანი:
✔️ ახალგაზრდების იდეების, შემოქმედებითობისა და შესაძლებლობების რეალიზება და სიახლეების დანერგვა ზესტაფონის მუნიციპალიტეტში.
✔️ ტექნოლოგიებისა და ინოვაციური ცნობიერების ხელშეწყობა ახალგაზრდებში.
✔️ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ახალგაზრდების მონაწილეობის გაზრდა.
✔️ ახალგაზრდობის სფეროში ინიციატივების წახალისება, ახალგაზრდების პოტენციალის რეალიზებისა და მათი უნარების განვითარების ხელშეწყობა.
✔️ ახალგახრდებში მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გრძნობის ამაღლება
✔️ ახალგაზრდებსა და თვითმართველობას შორის ეფექტური კომუნიკაციის დამყარება.
✔️ ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერებისა და დასაქმების ხელშეწყობა.
✔️ საგანმანათლებლო, შემეცნებითი და შემოქმედებითი პროექტების წახალისება.
კონკურსში მონაწილეობის მსურველების განაცხადების მიღების თარიღია: 2026 წლის 26 აგვისტოდან 9 სექტემბრის ჩათვლით.
იხილეთ გადმოსაწერი ბმული
⬇ სააპლიკაციო ფორმის გადმოწერაიხილეთ კონკურსის დებულება
⬇ კონკურსის დებულება