ზესტაფონის მერიაში სისხლის უანგარო დონაციის ა..
ზესტაფონის მე - 4 საჯარო სკოლის რეაბილიტირებუ..
ზესტაფონში ორი სოფლის დამაკავშირებელი გზის რე..
ქალაქის მთავარი ნაძვის ხე განათდა
ახალი წლის მთავარი სიმბოლო, ცენტრალურ მოედანზე საზეიმო ვითარებაში განათდა ,
ნაძვის ხის ანთების ცერემონიას უამრავი ადამიანი ესწრებოდა. სადღესასწაულო ღონისძიებას ხელისუფლების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. მოსახლეობასთან ერთად, ნაძვის ხის ანთების ცერემონიას
იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, ზვიად შალამბერიძე, ზესტაფონის მერი, ვასილ გველესიანი, მაჟორიტარი დეპუტატი, ბეჟან წაქაძე, საკრებულოს თავმჯდომარე, ვახტანგ ღამბაშიძე, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
"საახალწლო დღეები 21 დეკემბრიდან - 6 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. საახალწლო აფიშა იქნება გამორჩეული, მრავალფეროვანი და ყველასათვის დასამახსოვრებელი.
ჩვენ შევეცადეთ სადღესადაწაულო განწყობა ყველასათვის შექვექმნა, სწორედ ამიტომ, საახალწლო პროგრამა ყველა თაობის წარმომადგენელზეა გათვლილი", - ვასილ გველესიანი
საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში "ღამის შოუს ბენდი" -ს კონცერტი გაიმართა.
ცენტრალურ მოედანზე საახალწლო სოფელი იყო მოწყობილი, სადაც ხელნაკეთი ნივთების გამოფენა - გაყიდვა მთელი დღის მანძილზე მიმდინარეობდა.