ცხელი ხაზი : 0 492 25 26 26

სოფელ ფუთში ადგილობრივი მნიშვნელობის საუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს



გზის კეთილმოწყობის სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ღამბაშიძე, საკრებულოს თავმჯდომარე მალხაზ შერგელაშვილთან, მერის მოადგილე ზაზა ხვედელიძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო.

პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება, რომლის საერთო ღირებულება 220 000 ლარს შეადგენს. რეაბილიტაციის ფარგლებში გზის ზედაპირზე არმირებული ბეტონის საფარი ეწყობა.