ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით..
2026-10-10
ზესტაფონის მერი ვახტანგ ღამბაშიძე და საკრებულ..
2026-10-10
ზესტაფონში, სახალხო დღესასწაულის ფარგლებში ცხ..
2026-10-09
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ღამბაშიძე სამშენებლო კოლეჯ "კონსტრუქტ2" - ის შესახებ გამართულ საინფორმაციო შეხვედრას დაესწრო.
მუნიციპალიტეტის მერმა განათლების სამინისტროსა და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ ერთობლივი პროექტის, "კონსტრუქტ2"-ის მნიშვნელობაზე ისაუბრა, რომელიც მოქალაქეებს სამშენებლო სფეროში პროფესიულ სწავლებასა და შემდგომ დასაქმებას უზრუნველყოფს.
საუბარი შეეხო კოლეჯში არსებულ იმ მოკლევადიან და გრძელვადიან პროგრამებს, რომლებიც სახელმწიფოს მიერ სრულად ფინანსდება. მერის წარმომადგენლებს "კონსტრუქტ2"- ის დირექტორმა თამარ ზაქარაშვილმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა კოლეჯის საქმიანობის, მიმდინარე პროგრამებისა და კოლეჯის კურსდამთავრებულთა დასაქმების პერსპექტივების შესახებ.