ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით..
2026-10-10
ზესტაფონის მერი ვახტანგ ღამბაშიძე და საკრებულ..
2026-10-10
ზესტაფონში, სახალხო დღესასწაულის ფარგლებში ცხ..
2026-10-09
სოფელ დიდ განთიადში ახალი მინი საფეხბურთო მოედანი გაიხსნა
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ღამბაშიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე მალხაზ შერგელაშვილსა და მერის მოადგილე ზაზა ხვედელიძესთან ერთად, სოფელ დიდ განთიადში ახალი მინი საფეხბურთო მოედანი გახსნა.
მერმა ხაზი გაუსვა სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტის მერია ამ მიმართულებით მუშაობას განაგრძობს.
„მუნიციპალიტეტის მერია აქტიურად აგრძელებს სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას როგორც ქალაქში, ისე ადმინისტრაციულ ერთეულებში, რათა თითოეული სოფლის მცხოვრებს ჰქონდეს წვდომა თანამედროვე სპორტულ და საზოგადოებრივ სივრცეებზე“, - აღნიშნა ვახტანგ ღამბაშიძემ.
ინფრასტრუქტურული პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 121 900 ლარით დაფინანსდა.