ცხელი ხაზი : 0 492 25 26 26

მერის მოადგილე ნინო ჭაბუკიანი, მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს ხელმძღვანელ პირებთან ერთად ტაბაკინის საჯარო სკოლის ბაზაზე მოწყობილი საზაფხულო ბანაკის დახურვის ცერემონიას დაესწრო

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ნინო ჭაბუკიანი, მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს ხელმძღვანელ პირებთან ერთად ტაბაკინის საჯარო სკოლის ბაზაზე მოწყობილი საზაფხულო ბანაკის დახურვის ცერემონიას დაესწრო.
ნინო ჭაბუკიანმა ბანაკის მონაწილეებთან, პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მადლობა გადაუხადა ორგანიზატორებს, რომლებიც უკვე რამდენიმე წელია აქტიურად ახორციელებენ აღნიშნულ ინიციატივას მუნიციპალიტეტში
" ჩვენი მთავარი პრიორიტეტი მომავალი თაობების, მხარდაჭერა და მათთვის მაქსიმალური შესაძლებლობების შექმნაა. ტაბაკინის საზაფხულო ბანაკი შესანიშნავი სივრცეა იმისათვის, რომ მოსწავლეებმა ზაფხულის არდადეგები ნაყოფიერად გაატარონ, შეიძინონ ახლო მეგობრები და აიმაღლონ ცოდნა სხვადასხვა მიმართულებით.
მუნიციპალიტეტის მერია მომავალშიც აქტიურად დაუჭერს მხარს მსგავს ინიციატივებს", - ნინო ჭაბუკიანი
პროექტი მეხუთე წელია ხორციელდება სკოლის ბაზაზე, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებისთბის აქტიური დასვენების ხელმისაწვდომობას, გუნდური მუშაობისა და კრიტიკული აზროვნების უნარის განვითარებას.