ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია ახალგაზრდული..
2026-08-26
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში ინ..
2026-08-24
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით..
2026-08-18
ავღანეთში გმირულად დაღუპული სამხედრო მოსამსახურის, მდინარი ბებიაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი მინი ფეხბურთის ტრადიციული მატჩი
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის, სოფელ მარტოთუბანში, ავღანეთში გმირულად დაღუპული სამხედრო მოსამსახურის, მდინარი ბებიაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი მინი ფეხბურთის ტრადიციული მატჩი ჩატარდა
სპორტულ ღონისძიებას, ზესტაფონის მერის მოადგილეები - ზაზა ხვედელიძე, ნინო ჭაბუკიანი, სოფლის მაჟორიტარი დეპუტატი ნუგზარ ფერაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.
ფინალურ ტურში ერთმანეთს სოფელ მარტოთუბნის და ტაბაკინის გუნდები დაუპირისპირდნენ. ტურნირის გამარჯვებული მარტოთუბნის გუნდი გახდა.
მდინარი ბებიაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი მინი ფეხბურთის ტურნირი მარტოთუბანში ყოველწლიურად იმართება და მისი მიზანია, როგორც მშვიდობისთვის თავდადებული მებრძოლების სახელის უკვდავყოფა, ასევე ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.