ცხელი ხაზი : 0 492 25 26 26

ზესტაფონში ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო სავარჯიშო სტადიონი შენდება



სავარჯიშო სტადიონი მოეწყობა 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნებით, სპორტსმენებისთვის აშენდება საჭირო გასახდელები, სველი წერტილები, სამედიცინო ოთახი და საჭირო სათავსოები.

მიმდინარე სამუშაოებს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მუნიციპალიტეტის მერთან ვახტანგ ღამბაშიძესთან, საკრებულოს თავმჯდომარე მალხაზ შერგელაშვილთან, საქართველოს პარლამენტის წევრ ზვიად შალამბერიძესთან, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ ლევან ზალკალიანთან, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ გიორგი შონიასთან, ფეხბურთის ფედრაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

მუნიციპალური განვითარების ფონდი ქვეყნის მასშტაბით 50-ზე მეტი ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მშენებლობას გეგმავს, რაც რეგიონებში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.