ცხელი ხაზი : 0 492 25 26 26

ზესტაფონის მერი ვახტანგ ღამბაშიძე, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის გარდამავალი თასის გათამაშების ფარგლებში გამართულ საფეხბურთო შეხვედრას დაესწრო

.

ტურნირის ფარგლებში ერთმანეთს ზესტაფონის და ჭიათურის მუნიციპალიტეტების გუნდები დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ფრედ დასრულდა.

მატჩს ასევე ესწრებოდნენ მერის მოადგილეები: ზაზა ხვედელიძე, ნინო ჭაბუკიანი, საკრებულოს თავმჯდომარე მალხაზ შერგელაშვილი, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები

ტურნირის დასასრულს გამარჯვებულ გუნდს სახელმწიფო რწმუნებულის თასი გადაეცემა, ხოლო პრიზიორები მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდებიან.

გამოვლინდებიან ასევე ტურნირის საუკეთესო მოთამაშე, საუკეთესო გოლეადორი, საუკეთესო მეკარე და უხუცესი მონაწილე.

სპორტული ღონისძიების მიზანია რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობების თანამშრომლებს შორის გუნდური მუშაობის, კოლეგიალური ურთიერთობების გაძლიერება, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და სპორტული აქტივობების ხელშეწყობა