ზოვრეთში ცენტრალური გზის ასფალტირება დასრულდა..
ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე შორაპნი..
ზესტაფონში მამუკა ასლანიკაშვილის სანაპიროზე მ..
ქალაქ ზესტაფონში, ნიკო ნიკოლაძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია დაიწყო
პროექტის ფარგლებში, გზის დაზიანებული მონაკვეთის კაპიტალური შეკეთება და
ასფალტის საფარის მოწყობა 1 კილომეტრამდე მანძილზე განხორციელდება, სრულად მოწესრიგდება სანიაღვრე სისტემა.
მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ღამბაშიძემ, მოადგილე ზაზა ხვედელიძესთან, საკრებულოს თავმჯდომარე მალხაზ შერგელაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
"განახლებული გზა ადგილობრივ მოსახლეობას უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილების შესაძლებლობას მისცემს. სარეაბილიტაციო სამუშაოები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასევე იმ სასწავლო დაწესებულებებისთვის, რომლებიც ამ გზაზე მდებარეობენ", - აღნიშნა ვახტანგ ღამბაშიძემ
ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულება 570 000 ლარს შეადგენს. გზის კეთილმოწყობა რეგიონული განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება