ცხელი ხაზი : 0 492 25 26 26

ოლიმპიზმის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, ზესტაფონის მერიის ორგანიზებით მამუკა ასლანიკაშვილის სანაპიროზე სპორტული ღონისძიება გაიმართა



მიხეილ სალაძის და სიმონ საყვარელიძის სასპორტო სკოლის სპორტსმენების ჩართულობით სანაპიროზე მარათონული გარბენი გაიმართა. სპორტსმენებთან ერთად ღონისძიებაში მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ღამბაშიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა მოდებაძე და საკრებულოს დეპუტატი თემურ მაღლაკელიძე ჩაერთნენ.

ღონისძიების მონაწილეებს ოლიმპიზმის საერთაშორისო დღე მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ღამბაშიძემ, მოადგილე ნინო ჭაბუკიანმა, საკრებულოს თავმჯდომარე მალხაზ შერგელაშვილმა, მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლებმა მიულოცეს.

"ზესტაფონის მერია ყოველ წელს უერთდება ოლიმპიზმის საერთაშორისო დღეს, რომლის მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და სპორტული ღირებულებების გავრცელება ახალგაზრდებში", აღნიშნა ვახტანგ ღამბაშიძემ.