ცხელი ხაზი : 0 492 25 26 26

ზესტაფონის მერიის და მუნიციპალიტეტის სასპორტო სკოლების ორგანიზებით, მიხეილ სალაძის სპორტულ- გამაჯანსაღებელ ცენტრში, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონის და სპორტის ოსტატის, ზაზა ედიბერიძის სახელობის ტურნირი გაიხსნა ბერძნულ - რომაულ ჭიდაობაში

ტურნირის გახსნის ცერემონიას ზესტაფონის მერი ვახტანგ ღამბაშიძე და საკრებულოს თავმჯდომარე მალხაზ შერგელაშვილი ესწრებოდნენ. მერმა ტურნირის მნიშვნელობაზე ისაუბრა, რომელსაც ტრადიციულად ყოველი წლის ივნისში მასპინძლობს მუნიციპალიტეტი და სპორტსმენებს წარმატებები უსურვა.

ტურნირში 200 მონაწილე ასპარეზობს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. სპორტული ღონისძიება ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. გამარჯვებულები 14 წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან, რომლებსაც მედლები, სიგელები და თასები გადაეცემათ