ცხელი ხაზი : 0 492 25 26 26

ზესტაფონის მერის მოადგილე ნინო ჭაბუკიანი, ცენტრალურ ბიბლიოთეკაში პროექტ „გიგანტური წიგნების“ ფარგლებში გამოცემული გაზეთ „ივერიის“ 1886-1887 წლების კრებულების პრეზენტაციას დაესწრო



პროექტის მნიშვნელობაზე ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა კონსტანტინე გამსახურდიამ და პროექტ „გიგანტური წიგნების“ ავტორ - ხელმძღვანელმა ნოდარ დუგლაძემ ისაუბრეს.

პროექტი „გიგანტური წიგნები“ გაზეთ „ივერიის“ ნომრების სრულად აღდგენას, გაციფრებასა და ორიგინალის ზომითა და ფორმით წლიურ კომპლექტებად დაბეჭდვას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში XIX საუკუნისა და XX საუკუნის დასაწყისის სხვა ქართული პერიოდული გამოცემების „გიგანტური“ ასლების დაბეჭდვაც იგეგმება.

პროექტი მიზნად ისახავს ერთი მხრივ ბიბლიოთეკის საცავებში დაცული დედნების გადარჩენას, მეორე მხრივ კი უნიკალური მასალების ხელმისაწვდომობის გაზრდასა და გაადვილებას.