ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია ახალგაზრდული..
2026-08-26
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში ინ..
2026-08-24
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით..
2026-08-18
გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ზესტაფონის მერიის ორგანიზებით დასუფთავების აქცია გაიმართა.
აქციის ფარგლებში ზესტაფონის მერმა ვახტანგ ღამბაშიძე, მოადგილეებმა ზაზა ხვედელიძემ, ნინო ჭაბუკიანმა, საკრებულოს თავმჯდომარე მალხაზ შერგელაშვილმა, ახალგაზრდებთან ერთად ქალაქის ცენტრალური ნაწილი დაასუფთავეს.
დასუფთავების აქციას მუნიციპალიტეტის ა ( ა) იპ - ის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ და ადმინისტრაციული შენობების მიმდებარე ტერიტორიები დაასუფთავეს.
5 ივნისი, როგორც გარემოს დაცვის მსოფლიო დღე ყოველწლიურად აღინიშნება მუნიციპალიტეტში და მისი მიზანია გარემოსდაცვითი მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება