გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ..
2026-06-05
უშანგი ჩხეიძის სახლ - მუზეუმში საგანმანათლებლ..
2026-06-04
ზესტაფონის მერი ვახტანგ ღამბაშიძე კიკბოქსინგი..
2026-06-02
ზესტაფონის სამხატვრო გალერეაში მოსწავლეების შემოქმედების შემაჯამებელ გამოფენას მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ნინო ჭაბუკიანი დაესწრო
საგამოფენო სივრცეში სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა თავისუფალი, გრაფიკული და ფერწერული ნამუშევრები წარმოადგინეს.
"საკუთარი ნამუშევრების საჯაროდ გამოფენა და წარდგენა საზოგადოებისთვის, მოსწავლეების შრომას აზრს სძენს. ამაღლებს მათ მოტივაციას და თვითშეფასებას. ამავე დროს ხელს უწყობს ახალგაზრდა ხელოვანების წარმოჩენას", - აღნიშნა ნინო ჭაბუკიანმა
გამოფენას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირმა გიორგაძე, მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
გამოფენა სამხატვრო სკოლაში ერთი თვის მანძილზე გაგრძელდება.