გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ..
ზესტაფონის სამხატვრო გალერეაში მოსწავლეების შ..
უშანგი ჩხეიძის სახლ - მუზეუმში საგანმანათლებლ..
ზესტაფონის მერმა ვახტანგ ღამბაშიძემ პატარებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა და მათთან ერთად ცენტრალურ მოედანზე გამართულ ღონისძიებებს დაესწრო.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად გამართული ღონისძიებები, რომელიც მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა კულტურულ, შემეცნებით, გასართობ და სპორტულ აქტივობებს აერთიანებდა.
1 ივნისის ღონისძიებები ანიმატორებისა და ზღაპრის გმირების გასართობი შოუ პროგრამით გაიხსნა. ღის ცის ქვეშ, საგანგებოდ მოწყობილ სცენაზე, ბავშვთა ვოკალურ - ქორეოგრაფიული ანსამბლების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა. ნაჩვენები იყო თოჯინების თეატრის სპექტაკლი.
მოეწყო ადგილობრივ მეწარმეთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა - გაყიდვა.
გასართობი აქტივობების ფარგლებში მოეწყო სამხატვრო კუთხე პატარებისთვის, გაიმართა ასფალტზე ფერადი ცარცით ხატვის კონკურსი, საპნის ბუშტების შოუ.
გაიმართა საჩვენებელი მასტერკლასები ფარიკაობაში.
მუნიციპალიტეტის საბავშვო ბიბლიოთეკაში თვითნასწავლი მხატვარი მოსწავლეების ნახატები გამოიფინა.
საბავშვო ღონისძიებებს მერის მოადგილეები - ზაზა ხვედელიძე, ნინო ჭაბუკიანი, საკრებულოს თავმჯდომარე მალხაზ შერგელაშვილი, მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიებები საბავშვო სპექტაკლით დასრულდება. უშანგი ჩხეიძის სახელობის სახელმწიფო თეატრში "ჯადოსნური ღამის" საპრემიერო ჩვენება გაიმართება.