ცხელი ხაზი : 0 492 25 26 26

ზესტაფონის მერიის მიერ ორგანზებული მუნიციპალური ტურნირის გამარჯვებული მინი ფეხბურთში საყავრიის გუნდი გახდა



მუნიციპალური პირველობის ლიდერ გუნდს ფულადი ჯილდო, სიგელები და თასი მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ღამბაშიძემ გადასცა.

დაჯილდოების ცერემონიაში ზესტაფონის მერის მოადგილეები, ზაზა ხვედელიძე, ნინო ჭაბუკიანი, საკრებულოს თავმჯდომარე მალხაზ შერგელაშვილი, თავმჯდომარის მოადგილე ირმა გიორგაძე მონაწილეობდნენ.

ჩემპიონატში მონაწილეობას ქალაქის, სოფლის და ორგანიზაციების გუნდები იღებდნენ. ფინალურ ტურში ერთმანეთს საყავრიის და სოფელ მეორე სვირის გუნდები დაუპირისპირდნენ.

ჩემპიონატი მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით ყოველ წელს იმართება მუნიციპალიტეტში და მისი მიზანია ფეხბურთის პოპულარიზაცია, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება.