გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ..
ზესტაფონის სამხატვრო გალერეაში მოსწავლეების შ..
უშანგი ჩხეიძის სახლ - მუზეუმში საგანმანათლებლ..
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ღამბაშიძე საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად დაგეგმილ ღონისძიებას დაესწრო.
როგორც ვახტანგ ღამბაშიძემ აღნიშნა, 26 მაისი თითოეულ ქართველს ახსენებს, თუ რა ფასი აქვს თავისუფლებას.
„ვულოცავ სრულიად საქართველოს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისი არის დღე, რომელიც თითოეულ ქართველს გვახსენებს, თუ რა ფასი აქვს თავისუფლებას და რამდენი თაობის თავდადებამ, ბრძოლამ და სიყვარულმა მოიტანა ჩვენი სამშობლო დღევანდელ დღემდე. ეს არის უდიდესი ეროვნული სიამაყის, ერთიანობისა და ჩვენი სახელმწიფოებრიობის საძირკველი. დღეს ზესტაფონი სხვადასხვა ღონისძიებით უერთდება ამ საერთო სახალხო ზეიმს. ჩვენი მიზანია, ეს დღე განსაკუთრებული იყოს თითოეული ზესტაფონელისთვის“, - განაცხადა ვახტანგ ღამბაშიძემ.
ღონისძიების ფარგლებში ზესტაფონში, შორაპნის ისტორიული ციხიდან ტრადიციული მსვლელობა მოეწყო. მსვლელობის დასრულების შემდეგ საქართველოს ეროვნული დროშა შორაპნის ციხეზე მუნიციპალიტეტის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარე მალხაზ შერგელაშვილმა აღმართეს.
მსვლელობაში მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები ზაზა ხვედელიძე, ნინო ჭაბუკიანი, საკრებულოს თავმჯდომარე, მალხაზ შერგელაშვილი მონაწილეობდნენ.