ცხელი ხაზი : 0 492 25 26 26

ზესტაფონის მერიის ორგანიზებით, ეროვნული სამოსის დღე მუნიციპალიტეტში კულტურული და გასართობი ღონისძიებებით აღინიშნა



ტრადიციულ, ქართულ სამოსში გამოწყობილმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე საზეიმო მსვლელომა მოაწყვეს. მსვლელობას ზესტაფონის მერი ვახტანგ ღამბაშიძე, მოადგილე ნინო ჭაბუკიანი, საკრებულოს თავმჯდომარე მალხაზ შერგელაშვილი, მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები შეუერთდნენ.

მხარეთმცოდნეობის მუზეუმში თემატური გამოფენა მოეწყო. ღონისძიებები მუნიციპალიტეტში მოქმედი ქორეოგრაფიული ანსამბლების საკონცერტო პროგრამით დასრულდა.

"ეროვნული სამოსის დღის აღნიშვნა, ეს არის საზოგადოების გაერთიანება საერთო ისტორიული ფასეულობების გარშემო.
დღესასწაული ხელს უწყობს საქართველოს სხვადასხვა კუთხის უნიკალური სამოსის მრავალფეროვნების წარმოჩენას", - აღნიშნა ვახტანგ ღამბაშიძემ

მუნიციპალიტეტის მერმა, ღონისძიებების მიმდინარეობისას, მუზეუმების საერთაშორისო დღის აღსანიშმავად, მხარეთმცოდნეობის მუზეუმის წარმომადგენლებს სამადლობელი სიგელი გადასცა.