გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ..
2026-06-05
ზესტაფონის სამხატვრო გალერეაში მოსწავლეების შ..
2026-06-04
უშანგი ჩხეიძის სახლ - მუზეუმში საგანმანათლებლ..
2026-06-04
ზესტაფონის მერი ვახტანგ ღამბაშიძე სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ ორგანიზებული პროექტის- ახალგაზრდული საქმიანობის დელეგატის წარმომადგენელს, ანა ბებიაშვილს შეხვდა.
შეხვედრაზე, რომელსაც მერის მოადგილე ზაზა ხვედელიძე ესწრებოდა, ისაუბრეს პროექტის ფარგლებში არსებული საქმიანობის შესახებ.
პროექტი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონებში ახალგაზრდული სფეროს განვითარებას და ახალგაზრდების გააქტიურებას.
ანა ბებიაშვილი მუნიციპალიტეტის მასშტაბით წარმოდგენილ სამ კანდიდატს შორის შეირჩა.
ახალგაზრდული საქმიანობის დელეგატის ფუნქციააა საკუთარ მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული პროგრამებისა და სერვისების შესახებ ინფორმაციის გავრცელება, საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზება და აქტიური თანამშრომლობა ადგილობრივ ახალგაზრდებთან, თვითმმართველობასა და სააგენტოსთან.