ცხელი ხაზი : 0 492 25 26 26

ზესტაფონის მერია ახალგაზრდა ფოტომოყვარულებისთვის, ფოტოკონკურსს აცხადებს.



ფოტოკონკურსის თემებია: "ჩემი სამშობლო აქ არის", "კადრი, რომელიც ამბავს ჰყვება ჩემს ქალაქზე".

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ 14 - 29 წლის ასაკის ახალგაზრდა ფოტომოყვარულებს.

ფოტოკონკურსის პირობების მიხედვით გამოვლინდებიან პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული საუკეთესო ნამუშევრების ავტორები და "ჟიურის სიმპათია", რომლებსაც გადაეცემათ სიგელები და ფულადი ჯილდო. სიგელი და საჩუქარი გადაეცემა კონკურსის ყველა მონაწილეს.

ფოტონამუშევრების წარდგენის ბოლო ვადაა 2026 წლის 27 მაისი. მისამართი: ზესტაფონი, წერეთლის ქ.N 11, მერიის შენობა მესამე სართული, მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური. ტელ: 577 46 61 46