გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ..
2026-06-05
ზესტაფონის სამხატვრო გალერეაში მოსწავლეების შ..
2026-06-04
უშანგი ჩხეიძის სახლ - მუზეუმში საგანმანათლებლ..
2026-06-04
ზესტაფონის მერი, ვახტანგ ღამბაშიძე, მუნიციპალიტეტის მხიარულთა და საზრიანთა კლუბის წევრებს შეხვდა, რომლებმაც "ქართული ლიგის" ბორჯომის ფესტივალზე პირველი ადგილი დაიკავეს.
მერმა ახალგაზრდებს დამსახურებული გამარჯვება მიულოცა, წარმატებები უსურვა და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის სახელით თანამშრომლობას დაჰპირდა.
პროექტში საქართველოს სხვადასხვა ქალაქის სკოლების და უნივერსიტეტების იუმორისტული გუნდები მონაწილეობდნენ. ზესტაფონის გუნდი სატელევიზიო ლიგის ნახევარფინალისტთა შორისაც მოხვდა.
მხიარულთა და საზრიანთა კლუბის წევრებს, მუნიციპალიტეტის მერთან ერთად მიღწეული წარმატება მერის მოადგილეებმა - ზაზა ხვედელიძემ, ნინო ჭაბუკიანმა და მერის თანაშემწემ, სოფიო ღიბრაძემ მიულოცეს.