ცხელი ხაზი : 0 492 25 26 26

ზესტაფონის მერმა, ლილი სამხარაძეს 100 წლის იუბილე მიულოცა



საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, საუკუნოვან ქალბატონს მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ ღამბაშიძემ, ფულადი ჯილდო და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

100 წლის იუბილე მერთან ერთად, ლილი სამხარაძეს მოადგილე ნინო ჭაბუკიანმა, საკრებულოს თავმჯდომარე, მალხაზ შერგელაშვილმა და სოფლის მაჟორიტარმა დეპუტატმა, პაატა ნასრაძემ მიულოცეს.

ლილი სამხარაძეს 3 შვილი, 4 შვილიშვილი და 6 შვილთაშვილი ჰყავს.