ცხელი ხაზი : 0 492 25 26 26

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლებმა ფაშიზმზე გამარჯვების 81 წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს



მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ ღამბაშიძემ, მერის მოადგილე, ნინო ჭაბუკიანმა და საკრებულოს თავმჯდომარე, მალხაზ შერგელაშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, მეორე მსოფლიო ომის გმირების, ალექსანდრე ბიბილაშვილისა და სერგო კეთილაძის სახელობის ბიუსტები გვირგვინებით შეამკეს. ყვავილები მიიტანეს "დიდების მემორიალთან"

"ჩვენ დღეს პატივს მივაგებთ იმ ადამიანების ხსოვნას,რომელთა ღვაწლი განუზომელად დიდია კაცობრიობის წინაშე. ადამიანებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე მომავალი თაობების თავისუფლებას და მშვიდობას შესწირეს"- , აღნიშნა ვახტანგ ღამბაშიძემ

ღონისძიების მიმდინარეობისას, მუნიციპალიტეტის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, ვეტერანთა რაიონული ირგანიზაციის წევრებს სამადლობელი სიგელები გადასცეს