ცხელი ხაზი : 0 492 25 26 26

ზესტაფონის მერის მოადგილე, ნინო ჭაბუკიანი მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, რევაზ ინანიშვილის დაბადებიდან 100 წლისთავის აღსანიშნავად გამართულ, მხატვრული კითხვის კონკურსის დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო.

 
ქართველი მწერლის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო, მუზეუმების გაერთიანების ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიებაში 11 საჯარო სკოლის, 200 - მდე მოსწავლე იყო ჩართული.
მხატვრული კითხვის კონკურსის მონაწილეებს სამადლობელი სიგელი და რევაზ ინანიშვილის მოთხრობების კრებული, მხარეთმცოდნეობის მუზეუმის წარმომადგენლებთან ერთად, მერის მოადგილე, ნინო ჭაბუკიანმა გადასცა. ღონისძიება მოსწავლეების მხატვრული ლიტერატურით დაინტერესებას და რევაზ ინანიშვილის შემოქმედების პოპულარიზაციას ემსახურებოდა