ქალაქ ზესტაფონში, ნიკო ნიკოლაძის ქუჩის სრული ..
2026-07-15
ზოვრეთში ცენტრალური გზის ასფალტირება დასრულდა..
2026-07-14
ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე შორაპნი..
2026-07-08
ზესტაფონის მერია საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა - რეაბილიტაციის სამუშაოებს აქტიურად ახორციელებს.
ორი სოფლის, თვრინი - ალავერდის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის კეთილმოწყობის სამუშაოები, ზესტაფონის მერმა, ვახტანგ ღამბაშიძემ, მოადგილე, ზაზა ხვედელიძესთან ერთად დაათვალიერა და შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა.
"თვრინი - ალავერდის დამაკავშირებელი საავტომობილო გზით, ყოველდღიურ რეჟიმში, 1000 - ზე მეტი ადამიანი სარგებლობს. არსებული საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენის შემდეგ, ადგილობრივ მოსახლეობას საგრძნობლად გაუიოლდება, როგორც შიდა საუბნო გზებზე გადაადგილება, ასევე ცენტრალურ მაგისტრალთან დაკავშირება" - აღნიშნა ვახტანგ ღამბაშიძემ.
პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. გზის რეაბილიტაციაზე 203322 ლარი დაიხარჯება.