ცხელი ხაზი : 0 492 25 26 26

ზესტაფონის მერის მოადგილე, ნინო ჭაბუკიანი მხარეთმცოდნეობის მუზეუმში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოს დაესწრო.


ღონისძიებაზე გაიხსენეს პატრიარქის ნახევარსაუკუნოვანი ღვაწლი. ისაუბრეს ილია მეორის მიერ შექმნილი მდიდარი კულტურული და სულიერი მემკვიდრეობის შესახებ. შესრულდა პატრიარქის მიერ დაწერილი საგალობლები.

პატრიარქის ხსოვნის საღამოს მარგვეთის ეპარქიის სასულიერო პირები, მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიება კულტურისა და შემოქმედების ცენტრთან არსებული ქალთა ვოკალური ანსაბლ "ჰარმონიას" და მუნიციპალიტეტის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ორგანიზებით გაიმართა.