გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ..
2026-06-05
ზესტაფონის სამხატვრო გალერეაში მოსწავლეების შ..
2026-06-04
უშანგი ჩხეიძის სახლ - მუზეუმში საგანმანათლებლ..
2026-06-04
ზესტაფონის მერმა, ვახტანგ ღამბაშიძემ რევაზ ლაღიძის სამუსიკო სკოლის მოსწავლეები დააჯილდოვა
მეშვიდე საერთაშორისო კონკურსზე, რომელიც ესპანეთში გაიმართა, პირველი ადგილის მოპოვებისთვის, ვახტანგ ღამბაშიძემ ფულადი ჯილდო, სამადლობელი სიგელი და თემატური სიმბოლიკით დამზადებული საჩუქრები ნიკოლოზ ალავიძეს, ლიზი ჩინჩალაძეს და თამარ მალაღურაძეს გადასცა.
" ჩვენ დღეს სამუსიკო სკოლის წარმატებული მოსწავლეები დავაჯილდოეთ. ღონისძიების მიზანია ნიჭიერი მოსწავლეების გამოვლენა, რაც სამომავლოდ მათ შემოქმედებით ზრდას და პიროვნულ განვითარებას შეუწყობს ხელს" - აღნიშნა ვახტანგ ღამბაშიძემ
მიღწეული წარმატება სამუსიკო სკოლის მოსწავლეებს, მერის მოადგილე, ნინო ჭაბუკიანმა და საკრებულოს დეპუტატმა, თემურ მაღლაკელიძემ მიულოცეს. სამადლობელი სიგელები მოსწავლეებთან ერთად, მუსიკალური სასწავლებლის დირექტორს, ლალი თუთბერიძეს და დირექტორის მოადგილეს, ნინო წერეთელს გადაეცა