გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ..
2026-06-05
ზესტაფონის სამხატვრო გალერეაში მოსწავლეების შ..
2026-06-04
უშანგი ჩხეიძის სახლ - მუზეუმში საგანმანათლებლ..
2026-06-04
ზესტაფონის მერმა, ვახტანგ ღამბაშიძემ სოფელ პირველ სვირში საუბნო გზის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. საუბნო გზა არმირებული ბეტონის საფარით მოეწყობა და მის რეაბილიტაციაზე 100 280 ლარი დაიხარჯება.
"ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, მიმდინარე წელს საგზაო ინფრასტრუქტურის განახლებისთვის რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით 3 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. უახლოეს პერიოდში დაიწყება, როგორც ქალაქის ცენტრალური ქუჩების, ასევე ადმინისტრაციულ ერთეულებში შიდა საუბნო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები" , - აღნიშნა ვახტანგ ღამბაშიძემ
ინფრასტრუქტურული პროექტის მონიტორინგი მერმა, მოადგილე, ზაზა ხვედელიძესთან, საკრებულოს თავმჯდომარე, მალხაზ შერგელაშვილთან და სოფლის მაჟორიტარ დეპუტატ, ბექა ხურციძესთან ერთად განახორციელა.