ქალაქ ზესტაფონში, ნიკო ნიკოლაძის ქუჩის სრული ..
2026-07-15
ზოვრეთში ცენტრალური გზის ასფალტირება დასრულდა..
2026-07-14
ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე შორაპნი..
2026-07-08
ესტაფონის მერიის და ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრ - "ორიონის" ორგანიზებით ტრენინგი გაიმართა
ზესტაფონის მერიის და ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრ - "ორიონის" ორგანიზებით, მუნიციპალიტეტის ახალგაზრდულ ჰაბში, ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არსებული სერვისების მიზნობრივ გამოყენებასთან დაკავშირებით ტრენინგი გაიმართა
ღონისძიების მთავარი მიზანი, შშმ პირთა ოჯახის წევრებისთვის, სახელმწიფო ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობა, სხვადასხვა სპეციალური პროგრამებისა და საყოველთაო ჯანდაცვის საჭიროებებზე მორგებული სერვისების გაცნობა იყო.
ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ნინო ჭაბუკიანი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.