ესტაფონის მერიის და ბავშვთა სარეაბილიტაციო ცე..
2026-04-21
ზესტაფონის მერმა, ვახტანგ ღამბაშიძემ კეთილაძი..
2026-04-17
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია გრიშაშვილის ..
2026-04-16
1989 წლის 9 აპრილს, საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს ზესტაფონში
9 აპრილის სახელობის სკვერში, გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს საქართველოს პარლამენტის წევრმა, ზვიად შალამბერიძემ, მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ ღამბაშიძემ, მოადგილეებმა, ზაზა ხვედელიძემ, ნინო ჭაბუკიანმა, საკრებულოს თავმჯდომარე, მალხაზ შერგელაშვილმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა.
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა, მეუფე მელქისედეკმა ეპარქიის სასულიერო პირებთან ერთად საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ გმირთა სულის მოსახაენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.
"9 აპრილის სახელობის მემორიალთან შეკრებილი საზოგადოება პატივს მიაგებს, საქართველოს უახლესი ისტორიის გმირებს, სისხლით მონაპოვარი თავისუფლებისათვის თავგანწირულთა ხსოვნას", აღნიშნა ვახტანგ ღამბაშიძემ