ცხელი ხაზი : 0 492 25 26 26

მიხეილ სალაძის სახელობის სპორტულ- გამაჯანსაღებელ ცენტრში, დასავლეთ საქართველოს სალიცენზიო შეჯიბრი

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ორგანიზებით, მიხეილ სალაძის სპორტულ- გამაჯანსაღებელ ცენტრში, დასავლეთ საქართველოს სალიცენზიო შეჯიბრი მიმდინარეობს ძიუდოში

თემურ კამლაძის სახელობის ტურნირზე 170 მონაწილე ასპარეზობდა დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. ზესტაფონის სახელით ჩემპიონატზე 8 ძიუდოისტი მონაწილეობდა, რომელთა შორის პირველი ადგილი დავით კვარაცხელიამ, ხოლო მესამე ადგილი, მათე ლილუაშვილმა მოიპოვა.

ტურნირის მონაწილეები მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ ღამბაშიძემ, მერის მოადგილე, ნინო ჭაბუკიანმა, საკრებულოს თავმჯდომარე, მალხაზ შერგელაშვილმა და მოადგილე, გიორგი კაკოიშვილმა დააჯილდოვეს.

ტურნირი სამი დღის მანძილზე გაგრძელდება. ხვალ, 14 მარტს ჯონდო ჯანიაშვილის სახელობის ტურნირი ჩატარდება 2012 - 2013 წლებში დაბადებულ ვაჟთა შორის.