გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ..
ზესტაფონის სამხატვრო გალერეაში მოსწავლეების შ..
უშანგი ჩხეიძის სახლ - მუზეუმში საგანმანათლებლ..
ზესტაფონის მერმა, ვახტანგ ღამბაშიძემ სასკოლო სპორტული ოლიმპიადის რეგიონული ტურის მონაწილეები დააჯილდოვა მინი ფეხბურთში
რეგიონული ტურნირის დაჯილდოების ცერემონიაში საკრებულოს თავმჯდომარე, მალხაზ შერგელაშვილი, სეოკ - ის იმერეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, რევაზ რობაქიძე, იმერეთის სასკოლო სპორტული ოლიმპიადის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი მანანა მანაგაძე და მე- 4 საჯარო სკოლის დირექტორი ლელა კირკიტაძე მონაწილეობდნენ.
სასკოლო სპორტული ოლიმპიადისა და საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ერთობლივი პროგრამის ფარგლებში სპორტული შეჯიბრებები სპორტის 17 სახეობაში იმართება. დასკვნითი თამაშები 2026 წლის 2 - 6 ივნისს ქალაქ ბათუმში ჩატარდება.
სპორტული ღონისძიება სასკოლო სპორტული ოლიმპიადისა და საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ერთობლივი პროგრამის ფარგლებში იმართება. რეგიონული ტურნირის თამაშებს მინი ფეხბურთში ზესტაფონის მე - 4 საჯარო სკოლა მასპინძლობდა.