გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ..
2026-06-05
ზესტაფონის სამხატვრო გალერეაში მოსწავლეების შ..
2026-06-04
უშანგი ჩხეიძის სახლ - მუზეუმში საგანმანათლებლ..
2026-06-04
მუნიციპალიტეტების განვითარების სტრატეგიებზე გრძელვადიანი დოკუმენტების შემუშავების შესახებ შეხვედრა გაიმართა
იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, მუნიციპალიტეტების განვითარების სტრატეგიებზე გრძელვადიანი დოკუმენტების შემუშავების შესახებ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე დოკუმენტების შემუშავების ეტაპები, მეთოდოლოგიური ჩარჩო, სტრუქტურა და ფორმატი განიხილეს.
შეხვედრას ესწრებოდნენ რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე ზურაბ იაშვილი, სამინისტროს რეგიონული და მთის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი დიდიძე, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკანიანი, მოადგილეები მამუკა ხიმშიაშვილი, გრიგოლ დალაქიშვილი, ბესიკ გოფოძე, იმერეთის მუნიციპალიტეტების მერები და სამუშაო ჯგუფის წევრები.