გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ..
2026-06-05
ზესტაფონის სამხატვრო გალერეაში მოსწავლეების შ..
2026-06-04
უშანგი ჩხეიძის სახლ - მუზეუმში საგანმანათლებლ..
2026-06-04
"სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, დასახლების საერთო კრებები ბოსლევის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში გაიმართა.
დასახლების საერთო კრებებს, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ ღამბაშიძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.
შეხვედრაზე განიხილეს მოსახლეობის მიერ დაყენებული პრიორიტეტული პროექტები, როგორც ინფრასტრუქტული, ასევე სოციალური მიმართულებით.
მოსახლეობის მხრიდან, პრიორიტეტთა შორის შეირჩა: გარე განათების, წყალმომარაგების სისტემის, საფეხბურთო მოედნის და საუბნო გზების, რეაბილიტაცია.
დასახლების საერთო კრებები ხვალ, 17 თებერვალს ქვედა საქარისა, საზანოს და ზოვრეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში გაიმართება.