გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ..
2026-06-05
ზესტაფონის სამხატვრო გალერეაში მოსწავლეების შ..
2026-06-04
უშანგი ჩხეიძის სახლ - მუზეუმში საგანმანათლებლ..
2026-06-04
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ როდინაულში 120 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს
პროექტის ფარგლებში, სკოლაში მოეწყობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი საკლასო ოთახები, ბიბლიოთეკა და სამეცნიერო ლაბორატორია.
საგანმანათლებლო დაწესებულებაში ასევე გათვალისწინებულია კვების სივრცის, ადმინისტრაციული და მუსიკის ოთახების, მრავალფუნქციური და სპორტული დარბაზების, სათამაშო მოედნის და ეზოს მოწყობა.
პროექტი საქართველოსა და მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 4.9 მლნ ლარს შეადგენს.
საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერთან, ვახტანგ ღამბაშიძესთან, საკრებულოს თავმჯდომარე, მალხაზ შერგელაშვილთან და იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან, ლევან ზალკალიანთან ერთად დაათვალიერა.