ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, საფეხბურთო ტექნიკ..
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის შესახებ..
"სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, მცი..
ზესტაფონის მერი, ვახტანგ ღამბაშიძე "სოფლის მხრდაჭერის პროგრამის" ფარგლებში მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებს დაესწრო.
დასახლების საერთო კრებები, სოფლად მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, როდინაულის, პირველი სვირისა და მეორე სვირის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში გაიმართა.
შეხვედრაზე განიხილეს სოფლებში არსებული გამოწვევები, როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე სოციალური მიმართულებით.
მოსახლეობის მიერ დაყენებულ პრიორიტეტულ პროექტთა შორის შეირჩა: გარე განათების და მგზავრთა მოსაცდელის მოწყობა, სანიაღვრე არხების, წყალმომარაგების სისტემის, საფეხბურთო მოედნის და საუბნო გზების რეაბილიტაცია.
"ადგილობრივი მოსახლეობა აქტიურად არის ჩართული საკონსულტაციო შეხვედრებში. საუბრობენ სოფელში არსებულ საჭიროებებზე და იმ პრიორიტეტულ პროექტებზე, რომლის განხორციელებაც პროგრამის ფარგლებშია შესაძლებელი." - აღნიშნა ვახტანგ ღანბაშიძემ.
დასახლების საერთო კრებებს საკრებულოს თავმჯდომარე, მალხაზ შერგელაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები ხვალ, 13 თებერვალს სანახშირის, შორაპნის და ფუთის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში გაიმართება.