ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, საფეხბურთო ტექნიკ..
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის შესახებ..
"სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, მცი..
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, საავტომობილო გზებზე განვითარებული მეწყრული პროცესების სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
ძლიერი წვიმის გამო, მეწყრული პროცესები განვითარდა ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე. სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია როგორც მუნიციპალური სერვისების ბალანსზე არსებული, ისე კონტრაქტორი კომპანიების ტექნიკა.
სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობას ზესტაფონის მერი ვახტანგ ღამბაშიძე, საკრებულოს თავმჯდომარე მალხაზ შერგელაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, სხვადასხვა ლოკაციაზე გაეცნო.
"უხვი ნალექის შედეგად, რამდენიმე სოფელში მეწყრული პროცესები განვითარდა. სალიკვიდაციო სამუშაოები ადმინისტრაციულ ერთეულებში ამ დრომდე მიმდინარეობს. პროცესში ჩართული არიან მერიის შესაბამისი სამსახურები. დაბა შორაპანში აღდგენილია ბუნებრივი აირის ცენტრალური გაზსადენი, რომელიც მეწყრული პროცესების შედეგად დაზიანდა. ასევე აღდგენილია საავტომობილო მოძრაობა სანახშირის ადმინისტრაციულ ერთეულში," - აღნიშნა ვახტანგ ღამბაშიძემ