ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, საფეხბურთო ტექნიკ..
2026-02-27
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის შესახებ..
2026-02-18
"სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, მცი..
2026-02-16
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში "სოფლის მხარდაჭერის პროგრმის" ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო
დასახლების საერთო კრებები ცხრაწყაროსა და კვალითის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში გაიმართა, რომელსაც ზესტაფონის მერი, ვახტანგ ღამბაშიძე, საკრებულოს თავმჯდომარე, მალხაზ შერგელაშვილი, თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი კაკოიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
"სოფლებში, არსებული საჭიროებების გათვალისწინებით, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, პრიორიტეტული პროექტების შერჩევა დავიწყეთ, დასახლების საერთო კრებები 60 სოფელში გაიმართება და 18 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება", - აღნიშნა ვახტანგ ღამბაშიძემ
პრიორიტეტულ პროექტთა შორის, დღეს გამართულ შეხვედრებზე მოსახლეობამ გარე განათების, სანიაღვრე არხის, წყალსადენი სისტემის და საექიმო ამბულატორიის კეთილმოწყობა დაასახელა.