ქალაქ ზესტაფონში, ნიკო ნიკოლაძის ქუჩის სრული ..
2026-07-15
ზოვრეთში ცენტრალური გზის ასფალტირება დასრულდა..
2026-07-14
ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე შორაპნი..
2026-07-08
სიმონ საყვარელიძის სახელობის სასპორტო სკოლას „ჯორჯიან მანგანეზმა“, ძიუდოს ტატამი გადასცა.
მნიშვნელოვანია, რომ ზესტაფონში სპორტი ხელმისაწვდომი და შედეგზე ორიენტირებული იყოს, რადგან ეს ჯანსაღ თაობას და ძლიერი საზოგადოების ჩამოყალიბებას ნიშნავს, - ამის შესახებ ზესტაფონის მერმა ვასილ გველესიანმა სიმონ საყვარელიძის სახელობის სასპორტო სკოლაში განაცხადა.
სკოლას, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“, ძიუდოს ტატამი გადასცა.
მერმა მადლობა გადაუხადა კომპანიის წარმომადგენლებს და აღნიშნა, რომ ეს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება მუნიციპალიტეტში სპორტის ამ სახეობის განვითარებისთვის.
როგორც „ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენლებმა აღნიშნეს, ახალი ინვენტარი, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ახალგაზრდების სპორტულ წინსვლას და მათთვის უსაფრთხო, თანამედროვე გარემოს შექმნას.