ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, საფეხბურთო ტექნიკ..
2026-02-27
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის შესახებ..
2026-02-18
"სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, მცი..
2026-02-16
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ტაბაკინის საჯარო სკოლაში საზაფხულო ბანაკის გახსნის ღონისძიებას დაესწრნენ.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ტაბაკინის საჯარო სკოლაში საზაფხულო ბანაკის გახსნის ღონისძიებას დაესწრნენ.
ბანაკის მონაწილეებს, თვითმმართველობის სახელით, სპორტული აქსესუარები და საკანცელარიო ნივთები გადაეცათ. ღონისძიების სტუმრებმა მადლობა გადაუხადეს ორგანიზატორებს, რომლებიც უკვე მე-4 წელია აქტიურად ახორციელებენ პროექტს.
საზაფხულო ბანაკში "ტაბაკინი 2025" 100-მდე მოსწავლეა რეგისტრირებული. ინიციატივა ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, სასკოლო არდადეგების პერიოდში, დაკავდნენ ხელოვნებით, სპორტით და გაიღრმაონ ცოდნა.
საზაფხულო ბანაკის მიზანია აქტიური დასვენების ხელმისაწვდომობა, გუნდური მუშაობისა და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარება, პასუხისმგებლობის გრძნობის ამაღლება და არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობა.