ქალაქ ზესტაფონში, ნიკო ნიკოლაძის ქუჩის სრული ..
2026-07-15
ზოვრეთში ცენტრალური გზის ასფალტირება დასრულდა..
2026-07-14
ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე შორაპნი..
2026-07-08
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 4 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს.
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები ძირულაში, ფუთში, ალავერდსა და ცხენთაროში შენდება.
ახალ საბავშვო ბაღებში მოეწყობა შიდა და გარე სივრცეები, სათამაშო და საძინებელი ოთახები. შენობები ადაპტირებული იქნება განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის. თითოეული საბავშვო ბაღი 50 აღსაზრდელზეა გათვლილი.
საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწყობის შემდეგ, სკოლამდელი განათლების სერვისებს ბაღის აღსაზრდელები სახლთან ახლოს მდებარე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილ შენობებში მიიღებენ.