ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, საფეხბურთო ტექნიკ..
2026-02-27
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის შესახებ..
2026-02-18
"სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, მცი..
2026-02-16
ზესტაფონის მერმა ვასილ გველესიანმა "სასკოლო თეატრალური ფესტივალი - 2025"-ის გამარჯვებული დასი დააჯილდოვა.
ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, რეგიონული განვითარების ფონდის ორგანიზებით, "სასკოლო თეატრალური ფესტივალი - 2025" გაიმართა, რომელშიც სოფელ კვალითის საჯარო სკოლამ სპექტაკლით - "მუსუსი" გაიმარჯვა.
თეატრალურ ფესტივალში, მთელი საქართველოდან 10 საჯარო სკოლა მონაწილეობდა. გარდა გამარჯვებული დასისა, "საუკეთესო ლიტერატურული ნაწარმოების“ ნომინაციაში ზესტაფონის მე-2 სვირის N1 საჯარო სკოლა დაჯილდოვდა.
ფესტივალის საზეიმო დახურვას მერთან ერთად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს, ასევე რეგიონული განვითარების ფონდის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.