ქალაქ ზესტაფონში, ნიკო ნიკოლაძის ქუჩის სრული ..
ზოვრეთში ცენტრალური გზის ასფალტირება დასრულდა..
ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე შორაპნი..
ზესტაფონის მუნიციპალიტეტმა ბერძნულ - რომაულ ჭიდაობაში ტურნირს უმასპინძლა.
ტურნირი, რომელიც საქართველოს მრავლგზის ჩემპიონის, სპორტის ოსტატის, ზაზა ედიბერიძის ხსოვნას ეძღვნება, ზესტაფონში მეოთხედ ჩატარდა.
სპორტულ ღონისძიებაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 170 სპორტსმენი მონაწილეობდა. ტურნირზე ზესტაფონის სახელით 9 მოჭიდავე ასპარეზობდა, რომელთაგან ერთმა ჩემპიონის წოდება მოიპოვა.
რესპუბლიკური ტურნირის მონაწილეებს ზესტაფონის მერი ვასილ გველესიანი შეხვდა, რომელიც სპორტულ ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. ტურნირზე იმყოფებოდა ქართველი სპორტსმენი, თავისუფალი სტილით მოჭიდავე, მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი- ლუკა კურტანიძეც
ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, მერმა დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა და საპრიზო ადგილების მფლობელებს წარმატებები უსურვა.