გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ..
2026-06-05
ზესტაფონის სამხატვრო გალერეაში მოსწავლეების შ..
2026-06-04
უშანგი ჩხეიძის სახლ - მუზეუმში საგანმანათლებლ..
2026-06-04
ერთად ვუგულშემატკივროთ წლის საფეხბურთო დაპირისპირებას!
ქართველი გულშემატკივრების ინტერესის გათვალისწინებით, წლის საფეხბურთო მატჩის - "პარი სენ ჟერმენისა" და "ინტერს" შორის დაპირისპირებისთვის თვალყურის დევნება ზესტაფონში, ვახტანგ ფხაკაძის სახელობის სკვერში ( ელ. შალამბერიძის სახელობის ხელოვნების სკოლის მიმდებარე ტერიტორია) დამონტაჟებულ დიდ ეკრანზე იქნება შესაძლებელი.
ხვიჩა კვარაცხელიას აქვს შანსი გახდეს მეორე ქართველი ფეხბურთელი, ვინც ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულის ტიტულს დაისაკუთრებს.
მატჩი საქართველოს დროით 23 : 00 სთ- ზე დაიწყება.