ქალაქ ზესტაფონში, ნიკო ნიკოლაძის ქუჩის სრული ..
2026-07-15
ზოვრეთში ცენტრალური გზის ასფალტირება დასრულდა..
2026-07-14
ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე შორაპნი..
2026-07-08
ზესტაფონის მუნიციპალიტეტი სპორტის საერთაშორისო დღეს შეუერთდა
სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მამუკა ასლანიკაშვილის სანაპიროზე ველორბოლა და გარბენი მოეწყო. ღონისძიებაში მონაწილეობას მუნიციპალიტეტის სასპორტო სკოლების წარმომადგენლები იღებდნენ.
სპორტული ღონისძიების მონაწილეებს, ზესტაფონის მერის მოადგილე - მალხაზ შერგელაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები შეუერთდნენ. სპორტსმენებს პროფესიული დღე მიულოცეს და წარმატებები უსურვეს მომავალ ასპარეზობებში.
მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა სპორტსმენებთან ერთად, "თეთრი ბარათის" კამპანიაშიც მიიღეს მონაწილეობა, რომლის მიზანია სპორტში პოზიტიური ღირებულებების წახალისება. ტოლერანტობისა და მშვიდობის იდეის პოპულარიზაცია.