ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, საფეხბურთო ტექნიკ..
2026-02-27
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის შესახებ..
2026-02-18
"სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, მცი..
2026-02-16
ზესტაფონის მერიის მხარდაჭერით, მუნიციპალიტეტმა "აზდაკის ბაღის" ინტეგრირებულ თეატრს უმასპინძლა.
ნოდარ დუმბაძის "HELLADOS" მიხედვით დადგმული სპექტაკლის ჩვენება კულტურისა და შემოქმედების ცენტრში შედგა. სპექტაკლს მუნიციპალიტეტის მერი - ვასილ გველესიანი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ინტეგრირებული თეატრი "აზდაკის ბაღი" 2016 წელს დაარსდა. დასი 20 - მდე ზრდასრულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს აერთიანებს. ინტეგრირებული თეატრის მიზანია შშმ პირები, რომლებიც დაინტერესებული არიან თეატრით, თავიანთი ძალები სამსახიობო ხელოვნებაში მოსინჯონ, დადგნენ პროფესიონალი მსახიობების გვერდით და საყვარელი საქმით შემოსავალი ჰქონდეთ.