გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ..
2026-06-05
ზესტაფონის სამხატვრო გალერეაში მოსწავლეების შ..
2026-06-04
უშანგი ჩხეიძის სახლ - მუზეუმში საგანმანათლებლ..
2026-06-04
ზესტაფონის მერიის საკონფერენციო დარბაზში რეგიონის ახალგაზრდებისთვის საგანმანათლებლო სესია გაიმართა მოხალისეობის საკითხებზე
საქართველოს ყველა რეგიონში ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერით "ჰელფინგ ჰენდი" ახორციელებს პროექტს - "მოხალისეობა დადებითი ცვლილებებისათვის" . პროექტის მიზანია რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების გაძლიერება და მოხალისეობის პოპულარიზაცია.
სესიის გახსნას ზესტაფონის მერი ესწრებოდა. ვასილ გველესიანმა ახალგაზრდებს ადგილობრივი თვითმმართველობის სახელით მხარდაჭერა გამოუცხადა და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.
საგანმანათლებლო სესიას მოხალისეობის თემით დაინტერესებული ახალგაზრდები ესწრებოდნენ, როგორც ზესტაფონიდან, ასევე მეზობელი მუნიციპალიტეტებიდან.